სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა ბავშვი, რომელსაც თბილისში, პეკინის გამზირზე დაზიანება მიაყენეს, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - აცხადებენ შსს-ში.
ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.