Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელაძე, კვესიტაძე, გაბუნია, ჟორჟოლიანი და ლაფერაშვილი "რუსთავი 2"-დან გათავისუფლდებიან


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო:

„ჯერ არ გამიშვია გაბუნია და ლაფერაშვილი, რომლებიც შვებულებაში არიან, ასევე კვესიტაძე, ისიც შვებულებაშია. დღეს ნოდარ მელაძესთან მქონდა კომუნიკაცია და ვაცნობე ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. ვინც კონფლიქტშია არხის მფლობელის ინტერესებთან, ვეცდებით, რომ ის ხალხი აღარ იყოს ამ არხზე. ნოდარ მელაძესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესიც, რის გამოც შესაძლოა დაზარალდეს "რუსთავი 2". ეკა კვესიტაძემ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის აკეთებს ახალ არხს ნიკა გვარამიასთან ერთად და მთელი მისი გუნდი მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას, როგორ შეიძლება, რომ ეკა კვესიტაძე ერთდროულად მუშაობდეს "რუსთავი 2"-შიც და „მთავარ არხზეც“? მე მასთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი. რაც შეება ნანუკა ჟორჟოლიანს, ნანუკას აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ ვითარებაში თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება, როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს, მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებული“, - აცხადებს პაატა სალია.

XS
SM
MD
LG