Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თანამდებობიდან დაითხოვეს სტადიონის თანამშრომელი


სტადიონი "ახმატ არენა" გროზნოში
სტადიონი "ახმატ არენა" გროზნოში

გროზნოში თანამდებობიდან დაითხოვეს სტადიონ „ახმატ არენას“ თანამშრომელი, რომელმაც ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით მთელი სტადიონის გასაგონად მსაჯს უწოდა „თხა“ (რუსულად „კოზიოლ“) .

ინცინდენტი მოხდა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩის დროს, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ „ახმატი“ და „სპარტაკი“.

მაყურებლის აღშფოთება დაიწყო მატჩის 82-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა ალექსეი სუხინმა, უხეშად თამაშის გამო მოედნიდან გააძევა „ახმატის“ მოთამაშე აბლაია მბენგა,

უცნობმა ხმამ, რომელიც წააგავდა „ახმატის“ პრეზიდენტის მაგომედ დაუდოვის ხმას, მთელი სტადიონის გასაგონად მიკროფონით დაიყვირა „"Судья – козел!" („მწვრთნელი - თხა“).

მატჩის დასრულებიდან ერთ საათში, რომელშიც „სპარტაკმა“ გაიმარჯვა ანგარიშით 3:1, სტადიონის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიკროფონში ყვიროდა „ახმატ არენის“ თანამშრომელი რიზვან ედილსულტანოვი, რომელიც ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა.

XS
SM
MD
LG