Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი გამოიძახეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 


აშშ-ის საელჩო რუსეთში
აშშ-ის საელჩო რუსეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ტიმ რიჩარდსონი გამოიძახა 3 აგვისტოს არასანქციებულ მიტინგთან დაკაშირებული ტვიტის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საკითხების სამმართველოს 2 აგვისტოს პუბლიკაციაში მითითებული იყო მსვლელობის მარშრუტი და რეკომენდაცია მორიდებოდნენ ამ ადგილებში გადაადგილებას. „მოსალოდნელია დიდი რაოდენობით პოლიცის ყოფნა“, - ნათქვამი იყო პუბლიკაციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს გაფრთხილება შეაფასა, როგორც მოქმედებისკენ მოწოდება და აგიტაცია იმ ღონისძიებაში მონაწილეობის სასარგებლოდ, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ უწოდა უკანონო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ტიმ რიჩარდოსნმა მიიღო წარდგინება აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

3 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი მსვლელობა მოსკოვის საქალაქო საბჭოს იმ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად, რომელსაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე. პოლიციამ აქციაზე ათასზე მეტი კაცი დააკავა.

XS
SM
MD
LG