Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის 48-ე დღე პარლამენტის შენობის წინ დასავლურ ღირებულებებზე საუბარს დაეთმობა


დღეს პარლამენტის შენობის წინ "სირცხვილიას" -ს მორიგი გადაცემა დაეთმობა NATO-ზე, როგორც საქართველოს პოტენციურ პარტნიორზე საუბარს. სად ვართ ახლა, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ნატოს დავუახლოვდეთ და არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება ქვეყანაში, გავხდეთ ალიანსის წევრი? ამ საკითხებზე გადაცემის პირველ ბლოკში ისაუბრებენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე და ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი.

გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი იქნება პოლიტიკოსი, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე. იგი ისაუბრებს საარჩევნო კოდექსში შესატან, უკვე ინიცირებულ ცვლილებზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვაზე. ​

გადაცემა "სირცხვილია" ტრადიციულად დაიწყო 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების შესახებ საუბრით.

XS
SM
MD
LG