ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე აქციაზე
აქციის 45-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორც სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრისა და კონსერვაციის პროგრამის დირექტორის, ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ, ეკა ჯაიანმა განაცხადა, არ შეჩერდება ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის. „არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენ ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ ისეთი საქართველოსთვის, რისთვისაც ბეჟანი იდგა აქ, 20 ივნისს. მას უნდა, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა და ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ ჩვენი ბრძოლით. ჩვენ გვინდა, რომ გათავისუფლდნენ დაკავებულები, დაუბრუნდეს ბეჟან ლორთქიფანიძე შვილებს და საქართველოს ბუნებას“, - განაცხადა ჯაიანმა.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან