Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ადეიშვილი: რუსეთის მიერ „საარჩევნო საქმეებში ჩარევით“ საქართველო პიონერი იყო


"ბევრი შეცდომები იყო, ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს“, - უთხრა საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ინტერვიუში, რომელიც ბუდაპეშტში ჩაიწერა.

„ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცა ყველას ერთად სხვანაირად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ნამდვილად სხვანაირი განვითარების ქვეყნის“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა, რომლის თანახმადაც კონკრეტული შეცდომების გარდა, მოხდა გლობალური კატაკლიზმაც.

ეს კატაკლიზმა, მისი განმარტებით, იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს, რასაც თან დაერთო ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან.

ის რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტი იყო, ზურაბ ადეიშვილის განმარტებით გამოჩნდა იმით, რომ საქართველო გახდა რუსული პირველი პიარ სპეცოპერაციის ადგილი მანამ, სანამ იგივე განხორციელდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სხვაგან. რუსეთის მიერ „საარჩევნო საქმეებში ჩარევით“, საქართველო, ზურაბ ადეიშვილის შეფასებით, პიონერი იყო.

„საქართველოში გამოსცადეს ის ტექნოლოგიები, რომლებიც შემდეგ ძალიან თუ მეტ-ნაკლები წარმატებით გამოსცადეს სხვა ქვეყნებში“,-თქვა ზურაბ ადეიშვილმა. ეს ტექნოლოგიები ზურაბ ადეიშვილის თანახმად იყო სოციალური ქსელები და ფეიკ ნიუსები ისეთი ნარატივებით, როგორებიცაა „26 000 ნაწამები ვაჟკაცი“, „სანდრას მიერ ორგანოებით ვაჭრობა“, „ციხე“ და ა.შ. ზურაბ ადეიშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი ხალხმა დაიჯერა იმიტომ, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შედეგად უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი დიდი იყო.

ამას გარდა, ყოფილი მინისტრის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუშვეს შეცდომები, მათ შორის ტოლერანტულები იყვნენ სისტემაში არსებული დარღვევებისა და გადაცდომების მიმართ.

XS
SM
MD
LG