"ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
იყო რა თქმა უნდა მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები,ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა ეს აისახება ლარზე.
მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“- თქვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ BM [ Busssines Media Georgia] -სთან ლარის ვარდნის კომენტირებისას.
30 ივლისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარი გახდა, კომერციულ ბანკებში კი მისი ყიდვა 3 ლარად არის შესაძლებელი. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9346 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.
„მკითხაობის რეჟიმშია მოკლევადიანი ლარის კურსის შემთხვევაში შეფასებების გაკეთება. მეც მკითხრავი ვიქნები თქვენთან.
მთავრობისა და სებ-ის კომპეტენციაში მე ეჭვი არ შემაქვს. ამ ნაწილში ყველა მუშაობს. რა თქმა უნდა იქონია სუბიექტურმა ფაქტორებმა გავლენები, ასევე მოქმედებს მეზობელ ქვეყნებში მაკროეკონომიკური პროცესები, თუმცა თუ ცივი გონებით შევხედავთ, რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, როგორც სხვა ექსპერტებიც ამას აღნიშნავენ, არ არის განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობა. პროცესი მიმდინარეობს და რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემნაირი ექსპერტული შეფასებები ამ საკითხზე, უკეთესი იქნება“-აცხადებს bm.ge-თან ნიკოლოზ ალავიძე.