Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს „მწვავე ალერგიული რეაქციით“


ალექსეი ნავალნი 2019 წლის 20 ივლისს
ალექსეი ნავალნი 2019 წლის 20 ივლისს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის, კვირა დილას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამჟამად თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პრესმდივანი კირა იარმიში ტვიტერში წერს, რომ დაკავებულ პოლიტიკოსს დიაგნოზად დაუსვეს „მწვავე ალერგიული რეაქცია“, რომ ნავალნის სახე დაუსივდა და კანზე სიწითლე აღენიშნება. ალერგიული რეაქციის მიზეზი არ დაუდგენიათ.

იარმიში აღნიშნავს, რომ აქამდე ნავალნის არასოდეს ჰქონია ძლიერი ალერგია.

ოპოზიციონერის თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ივნისში სპეციზოლატორის იმავე საკანში იჯდა 28 დღე და იზოლატორიდან გასვლის შემდეგ მალევე შეამჩნია, რომ სახე დასიებული ჰქონდა, ხოლო ტანზე წითელი ლაქები გაუჩნდა. მისი აზრით, იზოლატორი შესამოწმებელია სავარაუდო ანტისანიტარიის წინააღმდეგ ზომების მისაღებად.

XS
SM
MD
LG