„ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მფლობელებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ გაავრცელეს. მათ მადლობა გადაუხადეს "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებს „უდიდესი ზეწოლის ფონზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის” და განსაკუთრებულად აღნიშნეს ნიკა გვარამიას დამსახურება. „ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით - გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა” - ნათქვამია განცხადებაში. მათ ასევემოუწოდეს ყველა პოტენციურ მყიდველს თავი შეიკავონ არხის შეძენისგან, „რადგან ისინი არაკეთილსინდისიერ მყიდველებად იქნებიან მიჩნეული“.
ყველაზე პოპულარული
1