Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანი მარგველაშვილი - დმანისელ ადამიანზე ფიქრები ციურიხში, შინ - უცხოეთში


პალეოანთროპოლოგი ანი მარგველაშვილი ციურიხში აანალიზებს თავის "მერხზე" ექსპედიციაში მოპოვებულ ვირტუალურ მასალას. ციურიხში გადაღებისას გვითხრა, უკვე იმდენი ხანია აქ ვარ, რომ ციურიხიც ჩემი გახდა, აქ მაქვს შეგრძნება, რომ შინ ვარო. მან თავდაპირველად მედიცინა - სტომატოლოგია - შეისწავლა, სადოქტორო ციურიხში დაიცვა, უნივერსიტეტში. საქართველოში ნაპოვნი ჰომო ერექტუსის ერთ-ერთ თავის ქალაზე, მისი კბილების კვლევისას, აღმოაჩინა, რომ დმანისელ ადამიანსაც ჰქონდა კარიესი, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ამ ინდივიდის ცხოვრებაზე. ეს ერთ-ერთი უძველესი კარიესია ადამიანის ევოლუციის ისტორიაში. ანი მარგველაშვილის პრეისტორიული "პაციენტი" კბილის ჩხირსაც მოიხმარდა. პალეოანთროპოლოგი საქართველოს ეროვნული მუზეუმის აქტიური მკვლევარია. ამჟამად დმანისშია, ექსპედიციაში, და დმანისის პალეოანთროპოლოგიურ საველე სკოლაში ლექციებს კითხულობს. საქართველოში წასვლამდე ანი მარგველაშვილს ციურიხში ესტუმრნენ გადაცემის ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი.

XS
SM
MD
LG