სტამბოლის ქართულ-კათოლიკური სავანის გუშაგები
წელს პანდემიამ ხელი შეუშალა სტამბოლის ქართულ-კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო ლოცვას. ოქროპირ რუხაძემ და ილია სამურგანიდიმ თებერვლის ბოლოს „მოასწრეს“ ქართველი კათოლიკეების ამ უკანასკნელი კერის მონახულება თურქეთში და იქ გადაღების უფლება მოიპოვეს. ეკლესია ქალაქის გულში 1861 წელს ააშენა კათოლიკე მღვდელმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა. დღეს მისი გული მეზობლად, ქართულ-კათოლიკური ფონდის ბიბლიოთეკაში ინახება, ამ უმდიდრეს წიგნთსაცავში, სხვა იშვიათ წიგნებს შორის, ნახავთ სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ იშვიათ ეგზემპლარს და გაიგებთ მის საოცარ ისტორიას. ეკლესიისა და ბიბლიოთეკის, „ამ ქართული კერის გუშაგებით ვართო“, ამბობს პოლ ზაზაძე, სტამბოლის ქართულ-კათოლიკური ეკლესიის ფონდის თავმჯდომარე.
ეპიზოდები
-
აგვისტო 10, 2023
გია ყანჩელი და სიჩუმე
-
ივლისი 09, 2020
აია სოფია - ისევ მეჩეთი
-
ივლისი 03, 2020
იმვროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტის ქამარი
-
მაისი 22, 2020
სტამბოლი დიდი ზარდახშაა
-
დეკემბერი 08, 2019
"ჯოჯოხეთის კარიბჭე"