Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელმა დააჯარიმა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT


ინგლისურენოვანი პროპაგანდისტული ტელეარხი Russia Today 200 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ, რომელიც ცნობილია „ოფკომის“ სახელით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი „ანტირუსული კამპანიის“ ნაწილი უწოდა.

ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელის გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა სატელევიზო არხმა დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი ყოფილი მზვერავის სერგეი სკრიპალის საქმის, უკრაინის პოლიტიკური პროცესებისა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისას ამა წლის 17 მარტიდან, 26 აპრილის მონაკვეთში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუქრება, რომ შესაბამის შედეგისათვის უნდა იყოს მზად რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ბრიტანული მედიაც.

XS
SM
MD
LG