Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან თევზაძეს უსმენს


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.

სხდომის დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან ლევან თევზაძესთან ნათესაური კავშირი და შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

საპასუხოდ შენგელიამ თქვა, რომ მისი მხრიდან კანონი არ ირღვევა, ამიტომ პროცესს არ ჩამოშორდება. ლევან თევზაძე ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა.

XS
SM
MD
LG