ზუგდიდის ხელოვნების ფესტივალი დასრულდა
კვირას დაიხურა ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა. „რადიო თავისუფლების“ სტუმრები, ფესტივალის ორგანიზატორები თეკლა ქველაძე და ზვიად კვარაცხელია, გვიამბობენ ზუგდიდის წლევანდელი ფორუმის პროგრამაზე, შეგვახსენებენ, რომ ზუგდიდის ფესტივალს წელსაც ორი მიმართულება ჰქონდა - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმრების თქმით, ზუგდიდის ფესტივალის მიზანია სახელოვნებო პროცესების დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა არტისტების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.