გადაცემის წამყვანი, გიორგი გვახარია, და მისი სტუმრები საუბრობენ თემებსა და მოვლენებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებად გააშუქა ქართულმა მედიამ - პოლიტიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული. ცნობილ ექსპერტებთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები. გამოყენებულია "რადიო თავისუფლების" საარქივო მასალები, რომელთაც გადაცემის სტუმრები "დღევანდელი გადასახედიდან" აფასებენ.