ევროპის კავშირმა 20 ივლისს ირანი დაადანაშუალა, რომ ის "დამატებითი დაძაბულობის" საფრთხეს აჩენს და ხელს უშლის მცდელობებს შერბილდეს სახიფათო დაძაბულობა სრუტეში, რომლის გზით მოძრაობს საერთაშორისო საზღვაო-სანავთობო ტრანსპორტი.
ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო უსაფრთხოების კომიტეტმა 20 ივლისს დაადასტურა, რომ სურს „დაძაბულობის განმუხტვა“ მაგრამ იქვე განაცხად, რომ ბრიტანეთის დროშით მოცურავე ტანკერის დაკავება ირანის მიერ იყო უკანონო. ამის თაობაზე განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა. მისი თქმით, სრულიად მიუღებელია რაც მოხდა და სერიოზული შეკითხვები ჩნდება ბრიტანეთის ტრანსპორტის და საერთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების გამო ჰორმუზის სრუტეში. ეს ჰანტმა განაცხადა მთავრობის საგანგებო ვითარებათა კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ პარლამენტს მიეწოდება ინფორმაცია 22 ივნისს.
ირანის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის ტანკერი, Stena Impero დააკავეს საერთაშორისო საზღვაო კანონების დარღვევის გამო. ტანკერმა არ უპასუხა მეთევზეთა პატარა გემის სიგნალს, მასთან ავარიის შესახებ, იტყობინება სააგენტო ფარსი ჰორმოზგანის პროვინციის ნავსადგურებისა და საზღვაო მიმოსვლის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ალაჰმორად აფიფიფურის ნათქვამზე დაყრდნობით,
აფიფიფური დასძენს, რომ ახლა ტანკერი ირანის ბანდლარ აბასის ნავსადგურშია და ეკიპაჟის წევრები ხომალდზე დარჩებიან, "სანამ გამოძიება დასრულდება". ტანკერის მფდობელმა და ოპერატორმა, Stena Bulk and Northern Marine-მა უარყო კანონის დარღვევა.
ტანკერის დაკავება ჰორმუზის სრუტეში მოხდა 19 ივლისს. გემი დააკავა ისლამური რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა. ეს გასამხედროებული ორგანიზაცია აშშ-ის მიერ ტერორისტული გაერთიანებების სიაშია შეყვანილი. გემის ეკიპაჟის 23 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, ლატვიის და ფილიპინების მოქალაქეები.
ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, იმავე დღეს სრუტეში ბრიტანეთის კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს, რომელიც ლიბერიის დროშით დაცურავს. თეირანი აცხადებს, რომ მეორე ხომალდი მხოლოდ გააფრთხილეს, დაიცვას ეკოლოგიური ნორმები და გაუშვეს.
ირანის ნაპირებთან ვითარება დაიძაბა მას მერე, რაც აშშ-მა და საუდის არაბეთმა თეირანს ბრალად დასდეს ომანის და სპარსეთის ყურეებში ხომალდებზე თავდასხმა. ივლისში თეირანი დაადანაშაულეს მცდელობაში, დაეკავებინა საუდის არაბეთის ტანკერი. ირანი ბრალდებებს უარყოფს.
19 ივლისს გიბრალტარის სასამართლომ ერთი თვით გაუგრძელა დაკავების ვადა ირანის ტანკერს, Grace-1-ს, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ქვეითებმა დააკავეს ამ ქვეყნის შორეული ტერიტორიის ზღვის პირას. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა სირიის მთავრობისთვის, რითაც არღვევდა ევროპის კავშირის სანქციებს.