Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია რჩება


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრებამ მხარი არ დაუჭირა ერთ-ერთი დამფუძნებლის და 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას, ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ,- ინფორმაციას ტელეკომანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

9 %-იანი წლის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მიიჩნევდა, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს მათი განცხადებებით და აღნიშნული ზიანი "რუსთავი2"-ს უნდა აუნაზღაურონ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ დაეთანხმა.

„დომინანტი პარტნიორებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდაარგუმენტები, რომლის საფუძველზეც 9%-იანი წლის მფლობელი, ნინო ნიჟარაძის ინტერესების დამცველი, კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდა. ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის შეფასებით, გიორგი გაბუნიას მონოლოგმა „პოსტსკრიპტუმში“ საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა არხის რეპუტაციასა და იმიჯს“,- წერს „რუსთავი 2“

ტელეკომპანიის პარტნიორთა კრების ჩატარებამდე, "რუსთავი 2"- ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდა, რომ „გენერალური დირექტორის გადაყენების საკითხის დასმის უფლება, სარედაქციო პოლიტიკის თემატიკიდან გამომდინარე, პარტნიორთა კრებას არ აქვს".

XS
SM
MD
LG