Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვული უწყება აშშ-ის თხოვნით შეხვედრას მართავს ირანის შესახებ


გაეროს ბირთვული უწყება 10 ივლისს სასწრაფო შეხვედრას მართავს ირანის შესახებ, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ირანმა გამოაცხადა, რომ მეორედ დაარღვია 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეხვედრა აშშ-მა მოიწვია.

ირანმა გამოაცხადა, რომ განზრახ დაარღვია ხელშეკრულების ორი მთავარი პირობა, პასუხად ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლაზე და აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების აღდგენაზე. თეირანი ახლა ურანს ამდიდრებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დონეზე მეტად.

თეირანი ამბობს, რომ სურს ხელშეკრულების ევროპელ ხელმომწერებს უბიძგოს დაეხმარონ ირანს, რომლის ეკონომიკასაც სანქციები პრობლემებს უქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში შეთანხმებული ხელშეკრულება ჩაიშლება.

აშშ ევროპელი მოკავშირეებისგან უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენას მოითხოვს ირანის მიმართ.

ევროპული სახელმწიფოები ირანს მოუწოდებენ არ გადადგას ნაბიჯები ურანის დასაშვებ ზღვარზე მეტად გასამდიდრებლად. 9 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში გერმანიამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ევროკავშირმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება იმის გამო, რომ ირანი არ აკმაყოფილებს 2015 წლის ბირთვულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პირობებს და გამოვიდნენ მოწოდებით, გაიმართოს სასწრაფო შეხვედრა ხელშეკრულების მხარეებს შორის.

XS
SM
MD
LG