Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა დეესკალაციისკენ მოუწოდა საზოგადოებას


„მინდა, ყველას, შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. პრეზიდენტს არ დაუკონკრტებია, რომელ ჯგუფს მიემართებოდა მისი განცხადებები.

„მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა“,- განაცხადა სალომე ზუარაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იმ ძალებს, რომლებსაც მისის სიტყვებით პატრიოტული ლოზუნგების ქვეშ ქვეყანაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, შეახსენა, რომ საპარლამენტო პრატფორმა მათივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი და პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს.

„ყველას მოგიწოდებთ, თქვენი მოთოხვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG