Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი დავით ისაკაძე გეგმავს გააკონტროლოს როგორ შიმშილობენ პარლამენტის წინ


დეკანოზი დავით ისაკაძე აპირებს რომ მეთვალყურეები მიუჩინოს ანტისაოკუპაციო აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც ათ დღეზე მეტია პარლამენტის წინ შიმშილობენ. დავით ისაკაძე ვარაუდობს, რომ ისინი არ შიმშილობენ:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოშიმშილეებს მორიგეობით დავუყენოთ მეთვალყურეები. წყალს მივაწოდებთ... მე არ გამიგია ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და ფიზიკურად იმატებდეს, ცოტა უცნაურია. და ჩვენ მივეხმარებით, როგორ იშიმშილონ“.

დავით ისაკაძემ ეს განცხადება რესპუბლიკის მოედანზე გააკეთა და განაცხადა, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

დავით ისაკაძემ ასევე მოუწოდა შსს-ს „საშინელი ხალხისგან და ბანერებისგან გასუფთავდეს“ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რათა სასულიერო პირებმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ.

XS
SM
MD
LG