ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობს. ეთერში დილის პროგრამა „დილამშვიდობისა საქართველო“ ჩვეული განრიგით გავიდა.
განცხადება მაუწყებლობის შეწყვეტისა და ეთერის გათიშვის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წინ დაწყებულ აქციაზე ვითარება დაიძაბა.
საპროტესტო აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან გვიან ღამით დაიწყო. მისი მონაწილეები მოითხოვდნენ გიორგი გაბუნიას, და აქციის მონაწილეთა ნაწილი, დამატებით არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ არხის დატოვებას. აქცია გამოიწვია გიორგი გაბუნიას სკარბეზურმა მონოლოგმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს შეეხებოდა.