Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა დიღმელაშვილი:  ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც თქვენ მიხვალთ


რუსთაველის გამზირზე აქცია მისი ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის სიტყვით განახლდა. მისი თქმით, ამ ზაფხულს რუსთაველის გამზირი გახდება ახალგაზრდობის გულისცემა. და სანამ გიორგი გახარია არ წავა, არც ისინი დაიშლებიან.

„ყელში ამოგიყვანთ ყევლაფერს, საჭმელს ვერ შეჭამთ უჩვენოდ. როცა საჭმელად წახვალთ, ჩვენ იქ დაგვხვდებით. ჩვენ ყველგან ვართ, სადაც თქვენ ხართ და იქნებით“.

შოთა დიღმელაშვილის სიტყვებით, ამ პროტესტში ისინი ჩართავენ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, ფონდებს, არტისტებს.

„პროტესტის ტურიზმს მოვხოდავთ, იმიტომ,რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ეს არ შეწყდება. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვიყოთ დღის მთავარი ამბები. სანამ გახარია არ წავა, ჩვენც არსად წავალთ. მერე კი წავალთ სახლებში მორიგ საშინელებამდე“, - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

მისი სიტყვებით, ის, რომ „ქართული ოცნება“ გახარიას ვერ ელევა, ეს განუვითარებლობის გარდა არაფრით აიხსნება.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფლების მარში იმ ბიზნეს-ცენტრამდე, სადაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება - ჩვენ იქ ხელებაწეული მივდივართ, მშვიდობიანი, მაგრამ ჯიუტი ნაბიჯებით, რომ დავანახოთ, რომ ეს პარანოია, რაც ტრიალებს გარშემო და რუსული მეთოდები, რომლითაც გვებრძვიან, არ არის სწორი“ - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დღეს აქციის მე-15 დღეა.

XS
SM
MD
LG