Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სეპარატისტები კიევს ოთხ სამხედრო ტყვეს გადასცემენ


უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების ლიდერები დათანხმდნენ, კიევს გადასცენ ოთხი სამხედრო ტყვე.

ამის თაობაზე შეთანხმება მოხდა მინსკში. ორი თვითგამოცხადებული ერთეულის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მეთაურებთან შეხვედრაზე იყო ვიქტორ მედვედჩუკი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა და უკრაინის პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი.

ცნობით, რომელიც „ტასს“-მა გაავრცელა, ტყვეებს კიევში მოელიან 28 ივნისს. მათ სხვადასხვა ვადით, 12-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ სეპარატისტულ ტერიტორიაზე. მათ ბრალდებად სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა წაუყენეს. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მინსკის მოლაპარაკება განახლდა ივნისის დასაწყისში, როცა ხელისუფლებაში ვლადიმირ ზელენსკი მოვიდა უკრაინაში. სამხედრო ტყვეების გადაცემის ცნობა გავრცელდა უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე. 21 ივლისს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. გამოკითხვებით, პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“, შეიძლება მეორე ადგილი დაიკავოს საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG