Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსპოტრებნადზორი“ ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხზე კონტროლს ამკაცრებს


„როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს კონტროლს საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალური საიტი.

განცხადების თანახმად, „დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია. 2014-2018 წლებში გაზრდილია იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს“.

განცხადებაში ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებიც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. ესენია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

ამ კომპანიების 203 ათასი ლიტრი პროდუქტი „როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, არ იქნა დაშვებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

* შენიშვნა: ახალი ამბის თავდაპირველი სათაური შეცვლილია. საუბარია არა ახალ აკრძალვაზე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე 2014-2018 წლებში უკვე არ დაშვებული პროდუქციის შესახებ.

XS
SM
MD
LG