Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია მსვლელობით გაგრძელდა - დემონსტრანტები "ქართული ოცნების" ოფისისკენ წავიდნენ


"შევიკრიბოთ ისევ აქ, ხვალ 7 საათზე", - ამ სიტყვებით დასრულდა 22 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" სათაო ოფისისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების მსვლელობის მიზანია ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ მმართველი პარტიის ოფისიდანაც და იქაც დააფიქსირონ ის მთავარი მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ მმართველი ძალისგან:

შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

"გახარია, წადი!", "მშვიდობა! მშვიდობა" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და გიორგი გახარიას გადადგომა ხვალ დღის 2 საათამდე მოსთხოვეს.

XS
SM
MD
LG