სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, - ამ განცხადებით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.
„ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმაში ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული.სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი”, - აცხადებს კილაძე.
მისი თქმით, სხდომის რუსულ ენაზე წაყვანა არ იგეგმებოდა.