Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს ბრალდების წაყენების გარეშე


უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს ბრალდების წაყენების გარეშე. ამის შესახებ ფრანს პრესი იტყობინება. „ტყუილი ხმაური არაფრის გამო“ - ასეთი იყო პლატინის ადვოკატის, უილიამ ბურდონის კომენტარი პლატინის დაკავებაზე.

პლატინის დაკავება, სავარაუდოდ, 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება.

მიშელ პლატინი 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა უეფას. მისი სახელი ერთხელ უკვე ფიგურირებდა გახმაურებულ ფინანსურ სკანდალში.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა 2015 წლის დეკემბერში საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი. საქმე ეხებოდა ორ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც ბლატერმა პლატინის გადაუხადა 2011 წელს, ცხრა წლით ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ბლატერსა და პლატინის დაეკისრათ ასევე ფულადი ჯარიმის, პირველს 46 ათასი ევროს, მეორეს კი 74 ათასი ევროს გადახდა.

XS
SM
MD
LG