Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოკვდები, დამიჯერე" - თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მოკვლით ემუქრებიან


თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს, გიორგი თაბაგარსა და თამაზ სოზაშვილს იდენტიფიცირებადი სატელეფონო ნომრიდან მუქარის შემცველ სმს-ესებს უგზავნიან.

"უნდა მოგკლა შენ. არ გეგონოს, ვხუმრობ. შენ დაგვრიდავ და დაწყნარდება პიდარასტებისსამყარო. შენ პრაიდამდე მოკვდები, გაიგე, თამაზ? მაგ წვერებით დაგკიდებთ მკვდარს რუსთაველზე, აბა **ე არ გაბია. მოკვდები, დამიჯერე, დაბრედილს გნახავენ ღამით" - წერია ერთ-ერთ სმს-ში. ​

"მაინც აპირებ, ხომ პიდარასტების მარშს? ოფისი ვიცი და შენი სახლიც, თავს მოგაჭრი და გავხდები გმირი", - ეს გიორგი თაბაგარისთვის გაგზავნილი მესიჯია.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ს პრესსამსახურში, შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებებზე. გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა გიორგი თაბაგარმა და თამაზ სოზაშვილმა 19 ივნისს მიიღეს .

XS
SM
MD
LG