ომანის ყურეში ორ ტანკერზე მოეწყო ისეთივე თავდასხმა, როგორიც ერთი თვის წინ მოხდა ამავე რეგიონში. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“. ხომალდების ეკიპაჟები ევაკუირებულია.
ომანის ყურე ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას.
„როიტერსის“ მონაცემებით, თავდასხმა მიმართული იყო ნორვეგიის კომპანია „ფრონტლაინის“ ტანკერისა და პანამაში დარეგისტრირებული ტანკერის წინააღმდეგ. დაშავდა ერთი ადამიანი. ცნობილია აგრეთვე, რომ ხომალდებზე ხანძარი გაჩნდა.
საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ნორვეგიის ტანკერს, შესაძლოა, ტორპედო ესროლეს, ხოლო პანამაში დარეგისტრირებული ხომალდი მაგნიტურმა ნაღმმა დააზიანა.
ირანის საინფორომაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ქვეყნის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს 44 მეზღვაურის ევაკუაცია.
11 მაისს ოთხ ტანკერზე, მათ შორის ნორვეგიის ხომალდზე, მოეწყო თავდასხმა. ნორვეგიელი გამომძიებლები თავდასხმის სავარაუდო დამკვეთად მიიჩნევენ ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, გამოთქვა რწმენა, რომ თავდასხმის დროს გამოყენებლ იქნა ირანული წარმოების საზღვაო ნაღმები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.