Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა ლადო კახაძემ


ლადო კახაძე
ლადო კახაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ლადო კახაძემ. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა ბრიფინგზე, კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) მიიღო, ხოლო 38,17% (6630 ხმა) ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენები დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანში. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18 105-მა ამომრჩეველმა. სულ მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.

XS
SM
MD
LG