Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“: „ქართული ოცნების“ აქტივისტმა მაისური გამოიცვალა და კვლავ უბანზე დაბრუნდა


„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვიდეო წარმოადგინა, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული, რომელმაც მისივე მტკიცებით, მაისური გამოიცვალა და მე-17 უბანზე ისევ ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.

უფრო ადრე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ, ბრიფინგზე უჩვენა ვიდეო, რომელიც მისივე განმარტებით ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს ასახავდა და მასშიც დავით იმნაძე მონაწილეობდა.

„ბატონმა დავითმა გამოიცვალა თავისი მაისური, დაბრუნდა მე-17 უბანზე და მისი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ წევრებს, მაისურების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვეღარ ვიცნობთ და შესაბამისად, პასუხს არ მოვთხოვთ იმ უკანონო ქმედებების გამო, რომელსაც ამ უბნებში ახორციელებენ. მაგრამ როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობის გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ ხდება და საერთოდ, კლიმატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საარჩევნო უბნებზე შექმნა, არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ამომრჩეველზე ზეწოლაზეა საუბარი და როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობეს, საარჩევნო უბნის სიახლოვესაა გადაღებულიშსს-მ გამოძიება დაიწყო.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG