Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ხორავას საქმეზე: გამოძიება იმოქმედებს ძალიან სწრაფად


შინაგან საქმეთა მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განაჩენი საშუალებას იძლევა „თავიდან წავიკითხოთ საქმის ყველა გარემოება“.

მისივე განცხადებით, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოძიება წლებიც კი გაგრძელდეს:

„უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალიან რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის გამამართლებელი, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში მიღებული“, - განაცხადა შსს მინისტრმა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიება იმოქმედებს ძალიან სწრაფად:

„ყველას გვესმის რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი რაც შეიძლება მალე უნდა დააყენოს“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG