Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მოზარდების მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სრულ განაჩენს ელოდება


თორნიკე ნადირაძე
თორნიკე ნადირაძე

არასრულწლოვნების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან გადაწყვეტილების სრულად მიღებას ელოდება. „მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ სრულ გადაწყვეტილებას, ბრალდების მხარე იმოქმედებს კანონის შესაბამისად. სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი“ - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა და ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საჩივარი.

„კეძროდ, თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გ.ჯ. ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კი დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.

პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

XS
SM
MD
LG