Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე რაჭველებს ახალი სკოლების აშენებას დაპირდა


საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რაჭაში, ცახის თემის სოფელ გოგოლათში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომავალი წლის ბოლომდე რაჭაში ყველა სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება და ახალი სკოლებიც აშენდება.

სოფელ გოგოლათს კი, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.

„ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული ასეთი სახლი, სადაც არის შენარჩუნებული უნიკალური ქართული არქიტექტურა და უნიკალური ქართული ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. ეს არის უდიდესი კულტურის მაჩვენებელი და უდიდესი გამოცდილების მაჩვენებელი. შეუძლებელია ერმა შექმნას მსგავსი სილამაზე, რაც არის ამ სოფელში და კუთხეში, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარეშე. მე მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ულამაზესი კუთხის მიმართ და ძალიან მიხარია, რომ ის პროექტები, რომელიც შარშან დავიწყეთ მიმდინარეობს წარმატებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სოფელი გოგოლათი რაჭის იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც, ფაქტობრივად, დაცლის პირასაა.

XS
SM
MD
LG