Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ გამოაცხადა.

დავით კირკიტაძემ 31 მაისის სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა, რის გამოც, სახელმწიფო ბრალდებამ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორმა სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასრულების შესახებაც იშუამდგომლა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

XS
SM
MD
LG