Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონში აქვთ ეჭვი, რომ რუსეთი ბირთვულ გამოცდებს ატარებს


პენტაგონის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელი რობერტ ეშლი.
პენტაგონის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელი რობერტ ეშლი.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოცდის თაობაზე. იმის თაობაზე, რომ მოსკოვი შესაძლოა მცირე სიმძლავრეების გამოცდებს ატარებდეს, განცხადება გააკეთა პენტაგონის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა რობერტ ეშლიმ.

კერძოდ, ვაშინგტონს აქვს ეჭვი, რომ რუსეთი არ იცავს ბირთვული იარაღის საყოველთაო აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების დებულებებს. დოკუმენტის ხელმომწერმა ქვეყნებმა ამ პრაქტიკაზე სრული მორატორიუმი შემოიღეს.

რობერტ ეშლის თქმით, რუსეთს მოეპოვება საიმისო ტექნიკური შესაძლებლობები, რომ გამოცდები ჩაატაროს ხელშეკრულებაში შემავალი აკრძალვების მიუხედავად.

XS
SM
MD
LG