„დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა" სიტყვით გამოსვლისას.
„გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც“,
სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით: “ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი ”