Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო მარშრუტები დროებით იცვლება


დღეიდან თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე იწყებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რის გამოც ავტოტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებს.

მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია შეზღუდვა ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე.

სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის ქუჩაზე ვარაზის ხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით. ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ). მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ). პეტრიაშვილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ.

ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება: არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ). აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით. ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.

ამ ცვლილებების გამო ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვარაზის ხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. ვარაზის ხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება. ვარაზის ხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) ტრანსპორტი მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზის ხევის გავლით.

მერიის ცნობითვე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისთვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

ავტობუსები N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.

ვაჟა ფშაველას გამზირიდან N21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

N88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ).

N9 და N51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ.

ეს ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი სვლას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

დროებით დამოკლდება N61 და N140 ავტობუსების მარშრუტები. N61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით დაბრუნდება.

N140 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. N87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები: N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვარაზის ხევიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ. N66 ავტობუსი ვარაზის ხევიდან კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.

N85 მარშრუტი N87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

XS
SM
MD
LG