ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კვლავაც დაბალია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.
გამოკითხულთა 37% ვერ ასახელებს, თუ რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან. მხარდაჭერის მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
- “ქართულ ოცნება” – 21%;
- “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” – 15%;
- “ევროპული საქართველო” – 4%;
- “პატრიოტთა ალიანსი” - 3%.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. დანარჩენების ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “ქართულ ოცნებას” – 17%;
- “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ – 14%;
- “ევროპული საქართველო” – 3%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 3%.
კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.