Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას" მიუვიდა კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია


„როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არაფერი ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად:

„სამწუხაროდ, ახლა ზუგდიდში ემოციები ჭარბობს. თუ ვინმეს ინტერესშია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელოვნურად არ უზრუნველყონ ვითარების ესკალაცია. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, მათი საერთო ამოცანა უნდა იყოს მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მე არ ვისაუბრებ დღეს ჩვენს შიდა შედეგებზე. ჩვენი ამოცანაა პირველ ტურში გამარჯვება და ყველაფერი გაკეთდება პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად".

რაც შეეხება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის ავთენტურობა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

XS
SM
MD
LG