Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია მეზვრიშვილი: დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი ლიბერალურია


ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, დეპუტატთა ჯგუფის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკიდურესად ლიბერალურია ყველა მიმართულებით. როგორც ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან აღნიშნა, არ უნდა მივიღოთ კანონი,რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას, შენახვას და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკმაოდ მკაფიო პოლიტიკას ატარებს. ამოღებულია კილოგრამობით ნარკოტიკული საშუალებები. განსაკუთრებით მკაცრები ვიყავით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით გამავრცელებელთა მიმართ, რაც რთულად გამოსავლენია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გამსაღებელთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოვაცხადეთ.

რაც შეეხება მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს - უნდა მოხდეს თუ არა მოხმარების დეკრიმინალიზაცია, ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტი საკითხი არ არის – ჩვენი პოზიცია მარტივია, ისეთი კანონი არ უნდა მივიღოთ, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, შენახვას და გასაღებას რაიმე ფორმით წაახალისებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

XS
SM
MD
LG