Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმსჯელებენ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მომავალზე


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი

ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მომავალზე.

შეხვედრა იმართება მას შემდეგ, რაც თეირანმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ უარს იტყვის 2015 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ ზოგ შეზღუდვაზე, თუ უცხო ქვეყნები არ დაიცავენ თეირანის ინტერესებს აშშ-ის სანქციებისაგან.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მწვავდება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ერთი წლის წინ დატოვა შეთანხმება და კვლავ დაუწესა სანქციები ირანს.

2015 წლის შეთანხმებით, რომელიც ირანთან და აშშ-თან ერთად გააფორმეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა, თეირანმა ივალდებულა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა მის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების შეკვეცის სანაცვლოდ.

შეთანხმების მხარდამჭერი ევროპელები მის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ თეირანი ამ პროცესს არასაკმარისად აქტიურად მიიჩნევს.

სამი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ბრიუსელის შეხვედრაში მონაწილეობს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი.

XS
SM
MD
LG