Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ბურკინა ფასოში მძევლების გათავისუფლებისას


ემანუელ მაკრონი საჰელის პროვინციაში
ემანუელ მაკრონი საჰელის პროვინციაში

ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ბურკინა ფასოში. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 მაისის ინფორმაციით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ორი ფრანგი, ერთი ამერიკელი და სამხრეთ კორეელი მოქალაქის გათავისუფლებას. ისინი გასულ კვირას გაიტაცეს პენჯარის ნაკრძალში მოგზაურობის დროს, ხოლო მათი მეგზური მოკლული იპოვეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მწუხარება გამოთქვა ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პირობა დადო, რომ დაეხმარება ბურკინა ფასოს და მის მეზობელ სახელმწიფო, ბენინს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში საჰელის რეგიონში, სადაც ისლამური ექსტრემისტები მძვინვარებენ.

პარიზის ოფიციალურ განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ ვის ჰყავდა შეპყრობილი მძევლები.

XS
SM
MD
LG