მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 9 მაისს, 11 საათზე მივა, - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს და სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.
მისი განმარტებით, გამოკითხვის გადადება იმის გამო ითხოვა, რომ დღეს 15 საათისთვის სასამართლო პროცესი აქვს, ადვოკატის გარეშე კი მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში არ მივა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაჩალიკაშვილი 8 მაისს, 15 საათზე იყო დაბარებული.
7 მაისს სუს-მა განაცხადა, რომ "გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე."