Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფი „უხამსობის“ წინააღმდეგ


საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფი „უხამსობის“ წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:12:52 0:00

რადიო თავისუფლების“ სტუმარია თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. გადაცემა „საუბარი თავისუფლებაზე“ გთავაზობთ მის კომენტარს საპატრიარქოს ინიციატივაზე შექმნას კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს „სიძულვილის ენა და ეკლესიის მიმართ კრიტიკული განცხადებები“ ქართულ მედიაში. გიორგი ტიგინაშვილი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციის სამდივნო ცდილობს, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც განსხვავდება მათი პოზიციისგან, წარმოჩინდეს ეკლესიის მტრობად. შესაბამისად, საპატრიარქოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები გამოცხადებულია „სიძულვილის ენად“. გადაცემის წამყვანი გიორგი გვახარია გვახსენებს, რომ საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ექფექტური მუშაობის შემთხვევაში, კომისიამ (რომელიც ჯერ არ შექმნილა) უნდა შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება, რათა გაერკვეს როგორ ხდება სხვაგან თუნდაც სატელევიზიო სივრცის დარეგულირება და მისი განთავისუფლება სიძულვილის ენისგან

XS
SM
MD
LG