რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება არქტიკაში ახალი ნავსადგურებისა და სხვა ობიექტების აშენებით, ყინულმჭრელთა ფლოტის გაზრდით, რის ფონსაც ქმნის რეგიონში ბუნებრივი რესურებისათვის კონკურენციის გააქტიურება.
პუტინმა 9 აპრილს სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო არქტიკულ ფორუმზე ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერებთან შეხვედრისას თქვა, რომ რუსეთის ძალისხმევა ხელს შეუწყობს არქტიკის სანაოსნო მარშრუტებით სატვირთო გემების გადაადგილების გაოთხმაგებას.
„ეს არის რეალისტური, კარგად გაანგარიშებული და კონკრეტული ამოცანა“, განაცხადა პუტინმა.
არქტიკაში ყინულის დნობის გამო იქმნება ახალი შესაძლებლობები ბუნებრივი რესურსებისა და სანაოსნო მარშრუტების ასათვისებლად, რის გამოც კონკურენცია ძლიერდება რუსეთს, შეერთებულ შტატებს, კანადას, დანიასა და ნორვეგიას შორის.