Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა კირილ სერებრენიკოვი


მოსკოვის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რეჟისორ კირილ სერებრენიკოვისა და მასთან ერთად თაღლითობაში ბრალდებული ორი პირის შინაპატიმრობდან გათავისუფლების შესახებ.

მათ მოსკოვიდან გაუსვლელობა შეუფარდეს. ამ საქმეში მეოთხე განსასჯელს, ალექსეი მალობროდსკის, უკვე აკრძალული აქვს მოსკოვის დატოვება.

მათ ასამართლებენ გაფლანგვის ბრალდებით, რომელსაც თავად განსასჯელები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

სერებრენიკოვი 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა და განცხადებები, რომ რუსეთის მთავრობა მიზანში იღებს კულტურის სფეროს მის მიერ ათვალწუნებულ წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG