Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი უარყოფს ძალდობის ბრალდებას


ცილისწამებას უწოდებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ძალადობასთან დაკავშირებითანა ბაგრატონ-გრუზინსკის განცხადებას.

„ეს არის სიცრუე, ცილისწამება, რაც დამტკიცდება. არანაირ ზეწოლას და ძალადობას ქალბატონ ანაზე ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი უკავშირდება ე.წ. სამეფო ტიტულების გაყოფის საქმეს და 90 000 ლარის ქონების გაყოფას. ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ხვდება რომ, ორივე პროცესს აგებს“, –განაცახდაა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

მისი სიტყვებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დასამტკიცებელი არაფერი აქვს და დასაკითხადაც არავის მიუმართავს. ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მოუწოდებს ყოფილ მეუღლეს, რომ საკუთარი შვილის მომავალზე იფიქროს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სასამართლო სხდომებზე მისვლას არ აპირებს.

„დავუშვათ, მართლაც ჰქონდა ამგვარ ფაქტს ადგილი, ხუთი წლის წინ სად იყვნენ და რატომ მაშინ არ გაახსენდათ? ხუთი წელი კიდევ მოეცადათ და უფრო კარგად შეიტანდა საჩივარს. ქალბატონი ანა არასოდეს ყოფილა საგურამოში, ერთი ღამე არ გაუთენებია იმ სახლში. შეიძლება, ერთი-ორჯერ მიიყვანა ბავშვი, სახლში დატოვა და წამოვიდა უკან. მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა 2012 წელს, მათ შორის ურთიერთობა არის ბავშვიდან გამომდინარე. თუ ექსპერტმა იცოდა ამ დანაშაულის შესახებ, რატომ არ დარეკა პოლიციაში? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ძალიან ცუდად ეჩხირება ამ დავაში. არ გამოვრიცხავთ, რომ გაყალბებულია. თავისუფლება რატომ უნდა აღეკვეთა დავითს ყოფილი მეუღლისთვის, როცა თავისი სურვილით გაწყვიტა ქორწინება ორი წლით ადრე“, – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. საქმე შეეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან განხორცილებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს.ანა ბაგრატიონის ადვოკატის განცხადებით ძალადობა 2014 წლის 9 მაისს საგურამოში განხორციელდა, მათი შვილის, გიორგის თვალწინ. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი კი ორი დღის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთაა.

ადვოკატ ელისო რუხაძის განმარტებით "ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ის 2 დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება, ის ვალდებულია, ამ მხრივ გამოძიება აწარმოოს".

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ განახორციელა 2014 წელს საგურამოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობა, როცა ისინი არაოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს დაშორებულები იყვნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგურამოში ბავშვთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა.

"მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურაოში ბავშვთან ერთად სისტემატიურად ჩადიოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა რუხაძემ.

XS
SM
MD
LG