Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს უპასუხოს ევროკავშირის ახალ სანქციებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ახალ სანქციებს.

ცნობა გაავრცელა ინტერფაქსმა 16 მარტს.

ევროკავშირმა, აშშ-თან და კანადასთან ერთად, 15 მარტს დააწესა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა დასაჯოს მოსკოვი 2018 წელს უკრაინის სამ გემზე თავდასხმის, ასევე ყირიმის ანექსიის და სეპარატისტების მხარდაჭერისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სხვა ქმედებებისთვის.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება აჩვენებს უპატივცემულობას რუსეთის ფედერაციის უფლების მიმართ, დაიცვას სახელმწიფო საზღვრები, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მოჰყავს ინტერფაქსს.

რუსეთმა შარშან ნოემბერში დააკავა უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და 24 მეზღვაური ქერჩის სრუტეში ბრალდებით, რომ მათ გადაკვეთეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, არეალი, რომელიც აკრავს რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ, უკრაინის ტერიტორიას დე იურე, ყირიმის ნახევარკუნძულს.

დასავლეთის სანქციები ეხება პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ნოემბრის ინციდენტთან.

XS
SM
MD
LG